ქალაქ ფოთში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან -კოღოებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ქალაქის მუნიციპალიტეტი ერთობლივად ახორციელებს.
ქალაქის მასშტაბით , ღია სივრცეები და წყალსატევები იწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით მუშავდება.დეზინფექციისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატი „სოლფაკი“ გამოიყენება.პრეპარატის შესხურება წარმოებს ,,სკაუტ-36” აგრეგატით. პრეპარატით კოღოს კვერცხების ლიკვიდაცია ხდება.
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში , ქალაქ ფოთში, საქართველოს მთავრობის უშუალო დახმარებითა და თანადგომით, პირველად შარშან, 2015 წელს მოხდა მწერებთან(კოღოსთან) ბრძოლის ასეთი მასშტაბური სამუშაოების რეალიზება.
კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია გაეცნო.