ყოვლად მიუღებელია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რაიმე სახის სხდომა მიყავდეს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს

„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი, გენერალი კობა კობალაძე, საგანგებო განცხადებას ავრცელებს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანასთან დაკავშირებით.

„ჩემთვის, როგორც თადარიგის გენერლისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრისა და, უბრალოდ, საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რაიმე სახის სხდომა მიყავდეს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს. სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების პროტესტს, ერთმნიშვნელოვნად ვგმობ მომხდარს და მოვითხოვ, შესაბამის მკაცრ რეაგირებას აღნიშნულ ფაქტზე,” – განაცხადა კობა კობალაძემ.

Visited 86 times, 1 visit(s) today