საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ჯეფრი ფელტმანის შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი რეფერენდუმისა და საოკუპაციო რეჟიმების მიერ რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების შესახებ.
საუბარი შეეხო ასევე გაეროს მიერ საქართველოში გახორციელებულ და მიმდინარე პროგრამებს. აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ სახელმწიფოებრიობის 25 წლის განმავლობაში მიაღწია.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.