შუახევის ახლადარჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩია. მან ამომრჩეველთა ხმების 71,48 % მიიღო.
ფრიდონ ფუტკარაძე დაიბადა 1976 წლის 4 აგვისტოს შუახევის რაიონში;
1993 წელს დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა;
1998 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით;
1993-1995 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას;
1995-2004 წლებში ეკავა შუახევის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობა;
2004-2005 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად;
2005-2006 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი;
2006-2012 წლებში მუშაობდა შსსს ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
2012-2014 წლებში ეკავა შსსს შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა;
2014-2017 წლის მარტამდე მუშაობდა ჯერ შსსს ქედის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, შემდეგ კი სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე;
2017 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ჯერ შსსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ შსსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსი;
ჩაბარებული აქვს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის კურსი და ჩაბარებული აქვს შესაბამისი ტესტური გამოცდა;
ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.