ცაგერში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ცაგერში 30 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 404 404 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2016 წლის ივლისში იგეგმება.
2015–16 წლებში რეგიონის მასშტაბით 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 8 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

Visited 239 times, 1 visit(s) today