ძველ ბათუმში დაზიანებული ქვაფენილის აღდგენა მიმდინარეობს

ძველ ბათუმში დაზიანებული ქუჩების შეკეთება მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამუშაოები ბარათაშვილისა და მელაშვილის ქუჩებზე ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ერთდროულად 2 ჯგუფი ასრულებს. ქვაფენილის აღდგენასთან ერთად, მოხდება დაზიანებული გზის სავალი ნაწილის მოასფალტება. პარალელურად, კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, საავტომობილო გზებისა და საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

Visited 166 times, 1 visit(s) today