წეროვანში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

წეროვანის დევნილთა დასახლებაში მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
წყალგამტარი ქსელის მშენებლობა დასახლების 12 შიდა გზაზე განხორციელდება, შედეგად უხვი ნალექის დროს დატბორვის რისკი მოხსნება. პროექტისთვის რეგ. განვითარების ფონდიდან 1,049,900 ლარი გამოიყო. პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს გზების მოხრეშვა.
მხარის გუბერნატორმა იმავე დღეს სოფელ წილკანში ახალი ბაგა-ბაღი დაათვალიერა. შენობა სრულად არის რეაბილიტირებული, შიდა სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები. სკოლამდელთა აღსაზრდელი დაწესებულება 75 ბავშვზეა გათვლილი, საჭირო ინვენტარის შეძენის შემდგომ გაიხსნება.

Visited 172 times, 1 visit(s) today