წნორი-სიღნაღის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სიღნაღში ერთ-ერთ დიდ პროექტს ახორციელებს. კერძოდ, სიღნაღიდან წნორის მიმართულებით, ქვაფენილის და 5.6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს „კავკას ავტო მაგისტრალი“ ასრულებს. პროექტი ქვაფენილის განახლებას, მიმღები ჭების გაკეთებას, ღია სანიაღვრეების მოწყობას და გზის მოასფალტებას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.
პროექტი მაისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

Visited 199 times, 1 visit(s) today