ჭალა-პერევის გზის რეაბილიტაცია სემქტემბერში დასრულდება. ამ დროისთვის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. სექტემბრის ბოლოს კი აღნიშნული გზის რეაბილიტაცია სრულად დასრულდება. 1 625 მ/მონაკვეთზე ასფალტის მოწყობის სამუშაოს შ.პ.ს. ჰედეფ ჯორჯია 399 550 ლარად ასრულებს, თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. სექტემბრის ბოლოს აღნიშნული მიმართულებით 10 კმ-იანი ცენტრალური საავტომობილო გზა სრულად მოასფალტდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მალხაზ ბაზაძის ინიციატივით წინა წლებში დაიწყო. ჭალა-პერევის გზის რეაბილიტაცია ყოველ წელს გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჭალა-პერევის დამაკავშირებელი გზის 4 225 მ/სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა.