ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 45700 ლარია შპს „აფო“ ახორციელებს.
მინი-სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.

Visited 165 times, 1 visit(s) today