ჯანდაცვის მინისტრი „ჰოფმან-ლა როშეს“ წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტულ კომპანია „ჰოფმან-ლა როშეს“ ევროპისა და აფრიკის რეგიონულ ხელნძღვანელ პიტერ ჰუგსა და რეგიონულ დირექტორს, ლეონიდ პარშენკოვს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ონკოლოგიის მიმართულების შესახებ ისაუბრეს და ყურადღება სიმსივნური დაავადებების პრევენციის, დროული გამოვლენისა და მკურნალობის საკითხებზე გაამახვილეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს და სამოქმედო გეგმა დასახეს.

Visited 155 times, 1 visit(s) today