ჯგალის, საჩინოს, ლიას და ქ. წალენჯიხაში სამიქაოს უბანში წყალსადენების ქსელების მოწყობის სამუშაოები დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის, საჩინოს, ლიას და ქ. წალენჯიხაში სამიქაოს უბანში წყალსადენების ქსელების მოწყობის სამუშაოები დაიწყო .
ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ლიას ადმინისტრაციულ ერთეულში.
პროექტს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია- შპს გეოპლასტი . სამუშაოებისათვის გამოყოფილია თანხა 153 900 ლარის ოდენობით
პროექტი სრულდება რეგიონალური პროექტების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხებით.
სამუშაოებზე დასაქმებულია 20-მდე ადგილობრივი მუშახელი. 2013 წლიდან დღემდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის შედეგად უზრუნველყოფილიქნა -1750 ოჯახი.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ, აქვე იმყოფებოდა ლიას ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ვახტანგ კვირკველია.

Visited 139 times, 1 visit(s) today