ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონმა ჰენზელ მკოიანმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოხ ხელმძღვანელებთან, საჯარო მოხელეებთან, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და მათ სპეციალისტებთან გამართა შეხვედრა.
საკრებულოს თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოვლენილ პრობლემებზე და 2016 წელს დაწყებული გარდამავალი პროექტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე, 2017 წელს მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქ ნინოწმინდაში განსახორციელებელი პროექტების, გამოცხადებული ტენდერების, სამუშაოების დაწყებისა და დადგენილ ვადაში პროექტების დასრულების თაობაზე.