აბაშის მუნიციპალიტეტში, გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის პირველი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები დასრულებულია

03/08/2017

აბაშის მუნიციპალიტეტში, გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის პირველი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები დასრულებულია. მათ შორის გეზათის ადმინისტრაციულ ერთეულში მოასფალტდა 5 კილომეტრიანი გზა, რომლის ღირებულება შეადგენს 747 782 ლარს. პროექტი დააფინანსა „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდმა“, რაც აბაშის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულდა სს. “არქეოპოლისი“-ს მიერ.
დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურებმა.
არსებული გზა რამდენიმე ათეული წელია არ შეკეთებულა და ეს პრობლემა მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებდა.
სოფლის მცხოვრებლებმა კმაყოფილება გამოხატეს ხელისუფლების მიმართ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოებისთვის. მათ ამიერიდან მუნიციპალიტეტის ცენტრამდე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების საშუალება ექნებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0