ადგილზე არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები აფასებენ

20/02/2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, უხვი ნალექის შედეგად, მეწყრული პროცესები გააქტიურდა.
ადგილზე არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები აფასებენ. დამეწყრილ ზონაში სპეციალისტებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და არსებულ მდგომარეობას დეტალურად გაეცნო სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი. სოფელ უდეში, ე.წ. პირდაპირების დასახლებაში მეწყრის შედეგად დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლი. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ უსაფრთხოების მიზნით, 11 ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი შესთავაზა. მას შემდეგ, რაც გეოლოგების დასკვნა გახდება ცნობილი, გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0