ადიგენის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია 10 ივნისს უხვი ნალექის მოსვლის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
მიმდინარეობს რამდენიმე ხიდის მშენებლობა, მოიხრეშა შიდა გზები, მოეწყო მილ–ხიდები, მიმდინარეობს ნაპირსამაგრი რკინა–ბეტონის კედლისა და გაბიონების მშენებლობა.
შესრულებული სამუშაოები რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის და ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
Visited 140 times, 1 visit(s) today