ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმ. ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა

26/06/2017

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმ. ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ მხარის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინეს. საღვთო ლიტურღიას რუმინეთის ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული საერო და სასულიერო პირები მათ შორის, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, სახლემწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და მხარის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. საზეიმო წირვა–ლოცვის შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით სადღესასწაულო კონცერტი მოეწყო, სადაც ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ დღესასწაულზე ჩამოსულ სტუმრებს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელოვანებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ. ადიგენელებს წმ.ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე მეუფე თეოდორემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და რუმინეთის ელჩმა რადუ-ლივიუ ჰორუმბმა მიულოცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0