ადიგენში თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ,,ჩემპიონი“ გაიხსნება

18/09/2017

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ,,ჩემპიონი“ დაათვალიერა, რომელიც უახლოეს მომავალში დაბა ადიგენში გაიხსნება და მეღორეობისთვის და მესააქოლნეობისთვის კომბინირებულ ქატოს დაამზადებს.
ქატოს შემადგენლობა სიმინდი, ქერი, ხორბალი და მარილია, საწარმო მაღალ ხარისხიან პროდუქციას შემოგვთავაზებს, თუმცა ფასი საკმაოდ დაბალი ექნება, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარებას.
საწარმოში დამზადდება სამი ტიპის საკვები: გრანულოვანი კომბინირებული საკვები, კომბინირებული ქატო, ფერმენტირებული თხევადი საკვები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0