ავიაციის გამოყენებით 300 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა

14/09/2017

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები ავიაციის გამოყენებით აბაშის მუნიციპალიტეტის შემდეგ, ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭალადიდში მიმდინარეობს.ავიაციის გამოყენებით 300 ჰექტარზე მეტი ფართობი და სიმინდის ნათესები დამუშავდა. საავიაციო წამლობა ეტაპობრივად ჩატარდება იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელია მისი გამოყენება.
პარალელურად გრძელდება შეწამვლითი ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით- სამანქანე აგრეგატებით და სატრაქტორო დანადგარებით. ერთი კვირის განმავლობაში სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში 10 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეიწამლა. დღეისათვის დამუშავებული ფართობების რაოდენობა დაახლოებით 90 ათას ჰექტარს შეადგენს.
საავიაციო შეწამვლითი სამუშაოები დადგენილი წესების სრული დაცვით ტარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. მას შემდეგ, რაც მავნებლის გავრცელება ისეთ დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0