ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამოქმედო სტრატეგიის პრიორიტეტებს საქართველოში სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა წარმოადგენს

28/03/2017

ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) სამოქმედო სტრატეგიის პრიორიტეტებს საქართველოში სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა წარმოადგენს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან გერჰარდ შაუმბერგერთან აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
ავსტრიის განვითარების სააგენტო, გრანტის სახით, ამ ეტაპზე ახორციელებს 10 პროექტს, რომელთა მოცულობა დაახლოებით 10 მლნ ევროა, ხოლო დასრულებულია დაახლოებით 4,5 მილიონი ევროს მოცულობის 25 პროექტი (მათ შორის, საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებთა მხარდაჭერა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობა, გენდერი).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0