აკაკი მაჭუტაძე ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებს გაეცნო

05/07/2017

ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ დაათვალიერეს.

ამ დროისთვის სოფელ ივერიაში მისასველი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში გზის 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე გათვალისწინებულია მილხიდებისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ აქ კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა, ადგილობრივებს წლების განმავლობაში ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდათ.

გარდა ამისა, დაბა ასპინძაში შიდა გზებსაც აწესრიგებენ. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სარგის თმოგველის, ერისთავის, ჩახრუხაძის, სარაჯიშვილის, ბესიკის და კლდიაშვილის ქუჩებზე. დაგეგმილია სანიაღვრე-სარწყავი სისტემის, საყრდენი კედლებისა და გზის სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჯამში 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის შიდა გზა მოწესრიგდება.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთის განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0