აკაკი შენგელიამ, ლანჩხუთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

21/05/2019

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ, ლანჩხუთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საფეხბურთო აკადემიის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ღირებულება 776 774 ლარს შეადგენს. საფეხბურთო აკადემია დასავლეთ ზონაში ერთადერთი იქნება და ის 50-60 ბავშვს მოემსახურება.
ქ. ლანჩხუთში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია. სამუშაოებს შპს „დიასი 2007“ აწარმოებს და მისი ღირებულება 123 000 ლარს შეადგენს.
ქ. ლანჩხუთში შიდა გზებზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „Georgian Build“ აწარმოებს და მისი ღირებულება 887 755 ლარს შეადგენს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს სოფ. ჭალის სკოლის კორპუსზე სველი წერტილის მიშენება. სამუშაოებს შპს „დიდგორი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 36 000 ლარს შეადგენს. პროექტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობაში მდებარე დარბაზის რეაბილიტაცია. პროექტი, სოფელ ლესისა და სოფელ ჭინათის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 32 000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0