ალექსანდრე მოწერელიამ ფოთის მერიაში შეხვედრა გამართა

14/06/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტებში საჭიროებების განსაზღვრის და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გასაცნობად შეხვედრებს განაგრძობს. სახელმწიფო რწმუნებული ამჯერად, მოადგილეებთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში იმყოფება. მან ფოთის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხები მიმოიხილა და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა. სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს მართავს, ის არსებულ საკითხებს პირადად გაეცნობა. ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრები უკვე გამართა წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. დღესვე სახელმწიფო რწმუნებული ფოთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0