ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხის გზის მონაკვეთი ძლიერაა დაზიანებული

08/09/2017

ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხის გზის მონაკვეთი ძლიერაა დაზიანებული. თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ძალისხმევისა და აქტიური ჩარევის შემდეგ, მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება სამუშაოები, ძირფესვიანად შეიცვლება გზის მდგომარეობა-მოხდება სრული რეაბილიტაცია.
სრული რეაბილიტაციის დაწყებამდე კი სერიოზულად დაზიანებულ ცალკეულ უბნებზე 15-16 სექტემბრიდან დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები- დროებით შეკეთება ის მონაკვეთები, რომლებიც ხელს უშლის ტრანსპორტის გადაადგილებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0