არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

03/07/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პარლამენტსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. არჩილ თალაკვაძემ კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0