არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიებას დაესწრო

27/12/2019

მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს და საახალწლო საჩუქრები მიიღეს. ხელმძღვანელებმა მოსწავლეებს და მასწავლებელს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0