აჭარაში სტიქიის შედეგები მუნიციპალიტეტების მიხედვით

09/07/2016

ბათუმის მუნიციპალიტეტი
ბაგრატიონი: სულაბერიძის შესახვევი მთლიანადაა დატბორილი; შაფათავას 28 დაიტბორა პირველი სართული (მეგრელიშვილი ქრისტინა); გურამიშვილის 17 დაიტბორა პირველი სართული (ნატალია ხურციძე); შევჩენკოს 8 დაიტბორა პირველი სართული (ბოლქვაძე იამზე); გიორგი ბრწყინვალის 57 დაიტბორა პირველი სართული (სურგულაძე კახა); ბესიკის 17 დაიტბორა პირველი სართული (ჭანიძე ნანული); გოგებაშვილის 46 დაიტბორა იტალიური ეზო (შახნაზარიანი); დემეტრე თავდადებულის 147 დაიტბორა პირველი სართული; შაფათავას 42 დაიტბორა პირველი სართული (პეტროსიანი ანაიდა). ჯავახიშვილი: ლერმონტოვის 107-ჟ დაიტბორა სარდაფი; სელიმ ხიმშიაშვილის 94 და 96 დაიტბორა პირველი სართული; აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის 4; 6; 8-ში დაიტბორა კერძო სახლები; მთისძირის შესახვევში დაიტბორა რამოდენიმე ოჯახი; აჭარის წყლის ქუჩაზე დაიტბორა რამოდენიმე ოჯახი; ურეხის შესახვევში დაიტბორა 5 ოჯახი; ურეხის ჩიხში დაიტბორა 5 ოჯახი; ლევან გელაძის 3 დაიტბორა ჩხაიძეების ოჯახი; ლევან გელაძის 6 დაიტბორა დუმბაძეების ოჯახი; სელიმ ხიმშიაშვილის 121 დაიტბორა კერძო სახლის პირველი სართული. თამარი: ქათამაძის 38 დაიტბორა დვალიშვილების ოჯახი; აგარაკის ქუჩა 33 დაიტბორა მექვაბიშვილების ოჯახი; აგარაკის 29 მთლიანად დაიტბორა პირველი სართული (მჟავანაძე ლამარა); აგარაკის 25 მთლიანად დაიტბორა პირველი სართული (ძნელაძე ციური); ლორთქიფანიძის 15 მთლიანად დაიტბორა პირველი სართული (ხომერიკი ნუგზარი); კაზინეცის 21 მთლიანად დაიტბორა პირველი სართული (გოგებაშვილი ნარიზა); შრომის 17 მთლიანად დაიტბორა პირველი სართული (ბურჭულაძე სოსო).აეროპორტი: ფრიდონ ხალვაშის გამზირი მე-5 ჩიხი #1 დაიტბორა გვიანიძეების ეზო; კახაბრის მე-3 ჩიხი #1 დაიტბორა ღოღობერიძეების ეზო და საკარმიდამო ნაკვეთი; გენერალ გიორგი კვინიტაძის #3 დაიტბორა ეზო; მაჭავარიანის 68 დან 86-მდე დატბორილია ქუჩა. კახაბერი: ლებანიძის ქუჩა მთლიანად დაიტბორა. სამრეწველო: ფრიდონ ხალვაშის გამზირი 284 დაიტბორა ეზო; კოწია ერისთავის 3- 5-7-ში დაიტბორა ეზოები; ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა დაიტბორა.ბონი-გოოროდოკი: მდინარე ფერია გადმოვიდა ორ ადგილას 31 დეკემბრისა და მაიაკოვსკის ხიდებთან; მაიაკოვსკის ქუჩა მთლიანად დაიტბორა; სახოკიას ქუჩა მთლიანად დაიტბორა; გოგიტიძის ქუჩის მცხობლებლების ნაწილის პირველი სართული დაიტბორა.გონიო-კვარიათი: ნაწილობრივ დატბორილია ეზოები. მწვანე კონცხი: თამარ მეფის გამზირი მე-5 შესახვევთან ჩამოწვა ზვავი (გვირაბთან არმისული);მახინჯაურის ცენტრალური გზა დაიტბორა; თამარ მეფის 62 დაიტბორა პირველი სართული; კონცელიძის ქუჩაზე გადმოვიდა არხიდან მდინარე და დატბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები; გოგოლიშვილის ქუჩაზე არხიდან გადმოვიდა მდინარე და დატბორა პირველი სართულები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი დაბა ჩაქვი: სახალვაშოში მალხაზ დუმბაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოწოლილი მეწყერი გაწმენდილია; როლანდ ბაგრატიონის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩამოწოლილი მეწყერი გაწმენდილია; ბუკნარში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ალექსანდრე ბოლქვაძის სახლი. წყალგამტარი არხი გასაწმენდია. საჭიროა ტექნიკა; მე-7 რაიონში ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაკეტა შიდა სასოფლო გზა, საჭიროა ტექნიკა. ხალა: გორგაძეებში ლევან ლაზიშვილის საცხოვრებელი სახლის ქვემოთ ჩამოინგრა ჯებირი. გათვალისწინებულია ფერდსამაგრის გაკეთება; ხალა-გორგაძეების საზღვარზე მდებარე ხიდი ჩაიხერგა და მოძრაობა შეზღუდულია. ამ ეტაპზე მოძრაობა აღდგენილია მაგრამ, არ ექვემდებარება გაწმენდას; ხალაში როსტომ ფალავანდიშვილის საცხოვრებელი ეზოს შესასვლელთან ჩამოწვა მეწყერი. არ ექვემდებარება გაწმენდას; დურსუნ გორგილაძის სახლის ზემოდან ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც ჩახერგა ცენტრალური გზა. გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა; ახმედ ლორთქიფანიძის სახლთან 10 მ ჩამოწვა მეწყერი. მეწყერი განვითარებულია სახლის უკან, სადაც ტექნიკა ვერ იმუშავებს; გორგაძეებში ზაზა კონცელიძის სახლთან ცენტრალურ გზაზე ჩამოწვა მეწყერი. გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა; სასაფლაოსთან მიმავალ გზაზე ჩამოწვა მეწყერი, გზა ჩაკეტილია. მოძრაობა აღდგენილია, არ ექვემდებარება გაწმენდას; ჩიკვაიძეების მიმართულებით ც/გზაზე ჩამოწვა მეწყერი, გზა ჩაკეტილია. გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა; გორგაძეებში ალექსანდრე ვანაძის ეზოში ჩამოწვა მეწყერი. ეზოდან მიწაა გასატანი, საჭიროა ტექნიკა; ხალაში შოთა ქარცივაძის სახლთან ეზოში ჩამოვარდა სინკარის კედელი. ეზოდან მიწაა გასატანი, საჭიროა ტექნიკა; გორგაძეებში ტარიელ ქათამაძის ეზოში ჩამოწვა მეწყერი. ეზოდან მიწაა გასატანი, საჭიროა ტექნიკა; გორჯელაძეების დასახლებაში ც/გზაზე ჩამოწვა მეწყერი. გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა. ბობოყვათი: ჩაიკეტა ცენტრალური გზა ქობულეთი-ბობოყვათი-დაგვა, 12 სთ-ისთვის მოძრაობა აღდგენილია. ჭახათი: კეჭიეთისა და ნათაბიარის მიმართულებით ჩამოწვა მეწყერი. კეჭიეთის მიმართულებით 6 ადგილას, ნათაბიარის მიმართულებით 3 ადგილას. გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა; ჭახათში ღვარცოფი შევარდა თამაზ ბაჟუნაიშვილის სახლში, დაიტბორა პირველი სართული, დაზიანდა ავეჯი. დაქირავებული ტექნიკით გაწმინდა ტერიტორია, დაიხარჯა 150ლ დიზელის საწვავი. ითხოვს ანაზღაურებას; გურამ ხახუტაიშვილის სახლთან ჩამოწვა მეწყერი. მიწის მასამ შეანგრია ხის სახლის პირველ სართულზე 1კვ.მ ფართობი. მიწის მასა დაახლოებით შეადგენს 35-40 მანქანას. მცხოვრებლები გახიზნულია, საჭიროა გეოლოგების დასკვნა; რევაზ სუქნიშვილის სახლთან ჩამოწვა მეწყერი. შიდა სასოფლო გზას გამოაცალა საძირკველი. საჭიროა გეოლოგებისა და ინჟინერ-კონსტრუქტორების დასკვნა; გოჩა ელიაძის სახლთან განვითარდა მეწყერი, საჭიროა გეოლოგების დასკვნა. ჩაისუბანი: ჩინური კომპანიის მიერ მდ.მეჩხრისწყალზე აშენებულმა ხიდმა ვერ გაატარა წყალი და დაიტბორა 5 ოჯახის სახნავ-სათესი და თხილის ბაღი. ხიდი იყო უფუნქციოდ და არ მოხდა მისი დემონტაჟი. აუცილებელია ხიდის დემონტაჟი; ზურაბ შამილიშვილის ეზოში ჩამოწვა მეწყერი, გრუნტიდან გამოდის შიდა წყლები. გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა; უსუფ ყურშუბაძის ეზოში ჩამოწვა მეწყერი, გამოთხრილი აქვს ხეს ძირი, არის საშიშროება ხე დაეცეს სახლს. გათვალლისწინებულია ფერდსამაგრი კედლის ჩამოსხმა; ველის დასახლებაში გურგენიძეების მიმართულებით 2 ადგილას გზაზე ჩამოწვა მეწყერი. მოძრაობა ჩაკეტილია. გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა; პატარა გორზე ემზარ ბერიძის სახლთან ჩამოწვა მეწყერი. საჭიროა გეოლოგების დასკვნა. დაგვა: შოთა ბროლაძის სახლთან ჩამოწვა მეწყერი. მოსახლეობა გამოიყვანეს ფანჯრებიდან, სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. საჭიროა გეოლოგების დასკვნა. ხუცუბანი: არ მიეწოდება სასმელი წყალი, გასაწმენდია სათავე-ნაგებობა. კვირიკე: 400 ოჯახს არ მიეწოდება სასმელი წყალი, გასაწმენდია სათავე-ნაგებობა; ჰესის მიმართულება, მეგრელიშვილების სახლთან ჩამოწვა მეწყერი, შიდა სასოფლო გზა ჩაკეტილია, გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა; კუკური ბეჟანიძის სახლთან ჩამოწვა მეწყერი, შიდა სასოფლო გზა ჩაკეტილია. გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა; ზედა კვირიკეში ანძებთან განვითარდა მეწყრული პროცესები, რომელმაც ჩახერგა გზა. 7 ოჯახს არ აქვს მისასვლელი, გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა. საჩინო: ზედა აჭყვა, გოჩა კონცელიძის სახლთან ჩამოწვა მეწყერი, წაიღო ავტომობილი და ბოსელი. ჩაკეტილია 4 ოჯახთან მისასვლელი გზა, გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა; ზედა აჭყვა, სოფლის საჯარო სკოლასთან ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა შიდა სასოფლო გზა, გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა; ზედა აჭყვა მიხეილ განდელიძის სახლთან მეწყერმა გაწყვიტა ცენტრალური წყლის მაგისტრალი. ასევე ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზა, აღსადგენია წყლის მილები, გაასაწმენდია გზა. საჭიროა ტექნიკა; საჩინო იაშა კაკაბაძის სახლთან ჩამოწვა მეწყერი, გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა; საჩინო შაქრო ჯიჯავაძის სახლთან ჩამოწვა მეწყერი, გასაწმენდია გზა, საჭიროა ტექნიკა; ქვედა და ზედა აჭყვას წყლის მილებში შეტანილია დიდი რაოდენობით ქვიშა. წყალი არ მიეწოდება სოფლებს, სასწრაფოდ გასაწმენდია მილები. გვარა: გიორგი კარალიძის სახლთან განვითარდა მეწყერი, ჩამოიწია სახლის აივანი. 4მ სიგრძით ჩამოინგრა, საჭიროა ინჟინერ-კონსტრუქტორების დასკვნა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელ ონტოფოში (თხილნარი) ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაკეტა 17 ოჯახთან მისასვლელი ცენტრალური გზა. დილიდან გაწმენდით სამუშაოებს ატარებს საგზაოს ტექნიკა. სოფელ სიმონეთში ჯემალ სურმანიძის სახლთან ახლოს ჩამოსულია მეწყერი. გასაწმენდია მიწის მასისაგან. საჭიროა ექსკავატორით გაწმენდა. სოფელ მახოში თემურ ქათამაძის სახლთან მისასვლელ ცენტრალურ გზასთან ჩაკეტილი არხი ტბორავს ტერიტორიას. საჭიროა ექსკავატორით გაწმენდა. სოფელ მახოში მიხეილ გოგიტიძის სახლთან ახლოს ჩამოსულია მეწყერი. სოფელ მასაურაში მერაბ შაქარიშვილის სახლთან, 2 მხრიდან ჩამოწვა მეწყერი. სოფელ ძაბლავეთში ჩაკეტილია სოფლის გზა. საჭიროა გაიწმინდოს ტრაქტორით. სოფელ მარადიდში თემურ დიმანიძის სახლთან 15 მეტრში, გზასთან ახლოს ჩამოსულია მეწყერი. სოფელ კაპრეშუმში რეზო გორგილაძის 5 სულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლთან ჩამოსულმა მეწყერმა საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლს. მდგომარეობის შესასწავლად ადგილზე გასულები არიან გამგეობის შტაბის წევრები. სოფელ ზედა ჯოჭოში ამირან ლეონიძის საცხოვრებელ სახლთან 4 მეტრში ჩამოწვა მეწყერი. საჭიოროა გეოლოგიური შემოწმება. სოფელ ზანაქიძეებში დასახლება ,,თავკალო“ ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაკეტა სოფლის გზა. არსებობს შემოვლითი გზა. სოფელ მახინჯაურში დაზიანებულია წყლის მილი. მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი. სოფელ ზედა ჯოჭოში გადკეტილია სოფლის გზა. არსებობს შემოვლითი გზა. სოფელ ზედა ახალშენში ჩამოშლილია ფერდი. ნაწილიობრივ ჩაკეტილია მოსახლეობასთან (10 ოჯახი) მისასვლელი გზა. ზედა ახალშენში ზოიძე ნარიეს საცხოვრებელ სახლთა ახლოს ჩამოწვა მეწყერი. საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლს. საჭიროა გეოლოგიური დასკვნა. ჯიბინაურში (ზედა ახალშენი) სამარშრუტო ტაქსების მოსაცდელ ტერიტორიაზე ფერდიდან ჩაიტანა ღორღი. საჭიროა მექანიზაციით გაწმენდა.

ქედის მუნიციპალიტეტი მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეული,ზედა მახუნცეში მალხაზ ბალაძის სახლთან განვითარდა მეწყერი. დოლოგანში მდინარე ბზანას კალაპოტთან მუშაობს ტექნიკა, რათა სავარგულების დატბორვა თავიდან იქნეს აცილებული. გზები დაღვარულია ყველა მიმართულებით. მახუნცეთში მალხაზ ნიგალიძის საცხოვრებელ სახლთან განვითარდა მეწყერი. ბელტურთან 4 ოჯახთან მისასვლელ გზაზე მეწყერია განვითარებული. დოხოძეებში 6 ოჯახთან მისასვლელი გზაა ჩაკეტილი. ზედა ბზუბზუში საავტომობილო გზაზე საყრდენი კედელია ჩამოშლილი. დანდალოს ადმინისტრაციული ერთეული, სოფელ ჯალაბაშვილებში ტარიელ მანველიძის სახლის წინ განვითარდა მეწყერი, რომელმაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ადგილზე მუშაობდა ტექნიკა, გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. დანდალო-ტაკიძეების ამაკავშირებელ გზაზე განვითარდა მეწყერი. (არსებობს ალტერნატიული გზა) დღეს გაიწმინდება აღნიშნული გზა. სოფელ დანდალოში იაშა არძენაძის ეზოში ჩამოვიდა მეწყერი. (საცხოვრებელ სახლს საფრთხე არ ემუქრება). დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული, დაბა ქედაში ლევან ბერიძის სახლთან განვითარდა მეწყერი. (მალევე გაიწმინდა). აკავრეთას უბანში 35-იანი ანძა არის ავარიულ მდგომარეობაში. ელექტროენერგია აღდგენილია. ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეული, კოკოტაურში ძანაძეების უბანში გზაზე მეწყერი განვითარდა. ( წუხელ ღამითვე მოხდა გაწმენდა და მოძრაობა აღდგენილია). მერისის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელ ნამონასტრევში საცალფეხო ბილიკი იქნა ჩამოშლილი, რამაც 3 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეული, იმედო დუმბაძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერია განვითარებული. წონიარისის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელ აბუქეთაში საავტომობილო გზაზე მეწყერი განვითარდა (მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები). წონიარისში ჯაიმელას უბანში მეწყერია განვითარებული ( ტექნიკა მუშაობს და დღესვე მოხდება მასის გაწმენდა).

შუახევის მუნიციპალიტეტი უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე უჩამბისწყალზე მოწყობილი დროებით გადასასვლელი ხიდი ადიდებულმა წყალმა წაიღო. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სარგებლობენ შემოვლითი გზით. ჭარბმა ატმოსფერულმა ნალექებმა, წყალმოვარდნებმა საგრძნობლად დააზიანა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. გადარეცხა გზების ხრეშოვანი საფარი, რიგ ადგილებში განვითარდა ქვათაცვენა, ჩამოშვავდა გრუნტი. მთა ღომაზე გადასასვლელი გზა ჩაიკეტა. სოფელ წაბლანაში მისასვლელ გზაზე ჩამოწვა მეწყერი. დღავნი თემში, სოფელ ლომინაურის გზაზე ცენტრში ჩამოწვა მეწყერი, წასულია ტექნიკა გასაწმენდად. სოფელ ქიძინიძეებში ამირან გოგოტიძის სახლთან ჩამოწვა მეწყერი, ოჯახი გახიზნულია. დღვანში სოლიხევის უბანში მეწყერმა დააზიანა წყალსადენი. ოთხი ოჯახი გახიზნულია.

ხულოს მუნიციპალიტეტი სოფელ თხილვანაში, კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ჩამოიტანა მიწის ნაშალი და ქვა-ღორღი, დააზიანა მილოვანი სახიდე გადასასვლელი, მობილიზებულია ტექნიკა გზის გასახსნელად. დიდაჭარის მთის გზაზე ე.წ „დასილულის ხიდი“, წყალდიდობის შედეგად კვლავ დაზიანდა მიმაგრებულია ტექნიკა გზის გასახსნელად. ღამით მოსულმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზიანა და დახრამა შიდადასოფლო საავტომობილო გზები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0