აჭარაში ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს

04/08/2017

აჭარის რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით წელს აქტიური პიარკამპანია 16 ქვეყანაში მიმდინარეობს. რეგიონის პოპულარიზაციისთვის BBC და EURONEWS-ის არხებზე სატელევიზიო რეკლამები 158 ქვეყანას დაფარავს
დამზადდა 4 საიმიჯო ვიდეორგოლი, რომლებშიც რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტები, ქართული სტუმართმოყვარეობა და ტურისტული რესურსებია წარმოდგენილი.
წელს აჭარაში მყოფ ტურისტებს სხვადასხვა ფესტივალი და კულტურულ-გასართობი ღონისძიება დახვდათ
2017 წელს მომსახურების სფეროში დასაქებული 367 ადამიანი გადამზადდა, ბოლო 5 წელში კი, ტრენინგი გაიარა ტურიზმის დარგში დასაქმებულმა 1 637-მა ადამიანმა
ბათუმის მიმართულებით ავიაფრენებს ახორციელებს 25 ავიაკომპანია, მათ შორის 8 – ახალი. ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში 100-ზე მეტი ფრენა ხორციელდება 39 მიმართულებით.
2017 წლის 6 თვეში აჭარას 583 340 საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა. ბათუმში აეროპორტით 30 989 უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 67%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

Tweet about this on TwitterShare on Facebook0