ახალი სკოლის მშენებლობა გრძელდება

13/04/2016

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭარნალის საჯარო სკოლის მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში 2015 წელს დაიწყო.
2016 წლის 12 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა სოფლის მოსახლეობასთან ერთდ ახალი სკოლის მშენებლობა დაათვალიერა.
ზედა ჭარნალის საჯარო სკოლაში 100-მდე მოსწავლე ძველ შენობაში,არასტანდარტულ, სწავლისათვის შეუსაბამო გარემოში სწავლობდა.
ძველი სკოლის ნაცვლად დაიწყო ახალი, ორსართულიანი სკოლის მშენებლობა შიდა სპორტული დარბაზით. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. განთავსდება ასევე სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, კერძოდ მოეწყობა პანდუსი.
მინისტრის მოადგილე გაეცნო მოსახლეობისა და სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მოთხოვნას სკოლაში კვების ობიექტისთვის დამატებითი ფართის მოწყობასთან დაკავშირებით. სამშენებლო კომპანიასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ მოსახლეობის თხოვნა დაკმაყოფილდება.
ამ დროისათვის მიმდინარეობს შენობის კონსტრუქციული ნაწილის საბოლოო სამუშაოები, კერძოდ მეორე სართულის გადახურვის ფილის მოწყობა.
სკოლის მშენებლობა უნდა დასრულდეს 2016 წლის 10 სექტემბერს.
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრება 469 993 ლარით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0