ახმეტის გამგებელმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

01/11/2016

მუნციპალიტეტის ხელმძღვანელობის მუშაობის გამჭირვალობისა და მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების მიზნით ახმეტის კულტურის სახლში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა საზოგადოებას ის პროექტები გააცნო, რომელიც 2016 წელს განხორციელდა და ხორციელდება. შეხვედრის დასასრულს გამგებელმა დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე უპასუხა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარსდგნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0