“ბათუმის წყალმა” უახლესი მოდელის სპეცტექნიკა შეიძინა

04/10/2017

კომპანია „ბათუმის წყალმა“ წყალარინების ქსელზე საექსპლუატაციო სამუშაოების გაუმჯობესებისა და ბათუმის საზღვრების გაფართოებულ ტერიტორიებზე ტექნიკური სამუშაოების დროულად შესრულების მიზნით, დამატებით 3 ერთეული უახლესი მოდელის სპეცტექნიკა შეიძინა. ახალი სპეცტექნიკის შემოყვანასა და ტექნიკურ დათვალიერებას, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და KFW-ს წარმომადგენლები დაესწრნენ. კომპანიამ სპეციალური დანიშნულების ასანიზაციის მანქანა-ცისტერნების შესაძენად 1 333 400 ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული სპეცტექნიკის მართვის შესაბამისი წესებისა და უსაფრთხოების აუცილებელი პროცედურების შესახებ „ბათუმის წყალის“ ტექნიკური ბრიგადები უკვე გადამზადნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0