ბათუმი-ქუთაისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

18/12/2016

დაახლოებით ერთი საათის წინ ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში ბათუმი-ქუთაისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურთან ერთად დროულად მივიდა ექიმთა ბრიგადაც. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.
ლესაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ხელაძე იმყოფებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0