ბესიკ ამირანაშვილმა, ქალაქ ახალციხეში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

14/09/2022

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძე და სამხარეო ადმინისტრაციის და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხეში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ახალციხეში, ე.წ მლაშიხევის არხის (არსებული კოლექტორიდან, წმ. დავითისა და კონსტანტინეს ქუჩიდან გვარამაძის ქუჩამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს 108 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის არხის მოწყობას. კოლექტორის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემა აღმოიფხვრება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება ასევე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №124-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი მოინახულეს. თანამედროვე სტანდარტის მქონე საბავშვო ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის შესაბამისად ახალ ბაღში მოეწყო ბავშვთა დასასვენებელი, გასართობი, სასადილო და სხვა დანიშნულების ოთახები, განახლდა გარე სივრცეებიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0