ბესიკ ფარცვანიამ ხობელიას ქუჩაზე მიმდინარე ასფალტო-ბეტონის დაგების სამუშაოები დაათვალიერა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ ქალაქ წალენჯიხაში ხობელიას ქუჩაზე მიმდინარე ასფალტო-ბეტონის დაგებისა და მარჯვენა სანაპიროზე არსებული დეფექტური გზის საფარის მოხსნის სამუშაოები დაათვალიერეს .
ქალაქ წალენჯიხაში ფიფიას, ტაბიძის, დადიანის, წურწუმიას, ხობელიას, სამეგრელოსა და მარჯვენა სანაპიროს ქუჩების ასფალტო -ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს გზამშენგრუპი, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს- 589 139 ლარს. პროექტი სრულდება რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდის მიერ. სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.

Visited 181 times, 1 visit(s) today