ბიურომ პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა

23/02/2018

ბიურომ პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა. განსახილველ საკითხებს დაემატა ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და კანონპროექტები: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. დეპუტატები საკანონმდებლო პაკეტს მესამე მომენით, დაჩქარებული წესით განიხილავენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების ინიციატივების განხილვა, რომლებიც საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას გულისხმობს.
დაგეგმილია პარლამენტის დადგენილების პროექტის „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ განხილვა, რომელიც საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაა და ასევე, პარლამენტის დადგენილების პროექტის „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ განხილვა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების ინიციატივაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0