ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი „„BLUES&WINE – BlUES VILLAGE ტარდება

20/04/2017

პირველად საქართველოში, ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი „„BLUES&WINE – BlUES VILLAGE ტარდება. კომპანია „BlUES VILLAGE„ დ აKOKA & T. BLUES MOB ერთობლივი პროექტია, რომელის ფარგლებშიც ლაგოდეხის/ ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 კონცერტი ( ივნისი- სექტემბერი) ჩატარდება. ფესტივალი „BLUES&WINE„ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება. KOKA & T. BLUES MOB 1998 წელს მუსიკოს – კოკა ცქიტიშვილის მიერ ჩამოყალიბდა. ბენდის რეპერტუარი მოიცავს, ბლუზის, როკის, ჯაზის & სოულის ელემენტებს, საკუთარ იმპროვიზაციულ ვერსიებს. ბენდი დიდი წარმატებით მოღვაწეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: დანია, გერმანია, შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ტაილანდი, რუსეთი, ნორვეგია, ესპანეთი. მონაწილეობა აქვს მიღებული როკის და ბლუზის, ჯაზის დიდ ფეტივალებში. პროექტის მიზანს წარმოადგენს, ბლუზის ( მუსიკალური ჟანრის) პოპულარიზაცია, რომელიც იქნება ერთგვარი დღესასწაული ქართველი მელომანებისთვის. დამწყები მუსიკოსებისთვის გაიმართება მასტერკლასები, მოეწყობა „ After party`ღონისძიების ფორმატი მოიცავს: ღია ცისქვეშ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სამი თვის განმავლობაში ( დასვენების დღეები) მელომანებისთვის ხარისხიანი ბლუზის კომპოზიციების შეთავაზებას სხვადასხვა ქვეყნისის ბლუზმენების/მუსიკოსების შესრულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0