ბოლნისის მუზეუმის შენობა უკვე დასრულებულია

04/09/2017

„ბოლნისის მუზეუმის შენობა უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი, რაც მოიცავს მუზეოგრაფიის შექმნას. უფრო კონკრეტულად კი, სამეცნიერო ჯგუფთან ერთად ნარატივის შემუშავებას, ამ ეტაპზე ვიტრინების ტიპების განსაზღვრაზე ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სრულყოფილად გადმოიცეს ისტორია. გამოყენებული იქნება თანამედროვე მულტიმედიატექნოლოგიები, რათა მუზეუმში უწყვეტობის ეფექტი კიდევ უფრო კარგად იყოს წარმოდგენილი. მუდმივმოქმედ საგამოფენო დარბაზში ხუთი ძირითადი თემა გვექნება: პირველი, ეს არის გეოლოგია და დმანისი, მეორე დიდი ეტაპია ნეოლითი, სადაც მიწათმოქმედების განვითარების საფეხურები იქნება ნაჩვენები; მესამე თემა მიეძღვნება უძველეს მეტალურგიას; მეოთხე იქნება შუასაუკუნეები და ბოლო – მეხუთე თემა – მულტიკულტურული რეგიონი“, – აღნიშნა ფრანგმა დიზაინერმა ლინა ლოპესმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0