ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,საბაობა” აღინიშნა

25/06/2017

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „საბაობა” აღინიშნა. სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში მასშტაბური კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული აქტივობები გაიმართა. ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადაშვილი, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.
„საბაობა 2017″ -ის ფარგლებში გრიგოლ ნემსაძემ და დავით შერაზადაშვილმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს ბოლნისის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს. დიდი ქართველი მწერლის დაბადებიდან 359-ე წლისთავთან დაკავშირებით, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში, სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
“საბაობა 2017“-ის სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მოწყობილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა- გაყიდვა. ,,საბაობა-2017“ მოგვიანებით სადღესაწაულო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები იღებდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0