“ბორჯომობა 2022” გაიმართა

17/09/2022

“ბორჯომობა 2022” ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის მიმდებარე მოედანზე ხელნაკეთი სუვენირების და წიგნების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა. “ბორჯომობის” დღესასწაულის პროგრამის ფარგლებში სამეწარმეო მარკეტი მოეწყო. ცენტრალური პარკის მიმდებარედ მეწარმეებმა საკუთარი ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს. ასევე მოწყობილი იყო ქართული გამომცემლობების წიგნების გამოფენა-გაყიდვა. “ბორჯომობის” დღესასწაულზე ტრადიციულად გაიმართა ფოკლორული კონცერტი. მასში მონაწილეობა კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან და ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებულმა სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს. “ბორჯომობის” დღესასწაულის მეორე ნაწილი ცენტრალური (ისტორიულ) პარკში მრავალფეროვანი პროგრამით გაგრძელდა. ოჯახებს საშუალება ჰქონდათ გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოებოები საგანგებოდ მოწყობილ „ფოტო კუთხეში“ და ე. წ. „გაცოცხლებულ სურათებში“. მოეწყო პერფომანსი – ქუჩის ორკესტრი, ღია კინოთეატრი – ძველი ქართული ფილმების რეტროსპექტივით, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, ჩაიფიქრებენ სურვილს „ნატვრის ხესთან“, ასევე, მოწყო საბავშვო კუთხეები, სადაც ბავშვებს გაართეს: მსახიობებმა ოჩოფეხებზე, ცოცხალმა ქანდაკებებმა, მიმებმა და ილუზიონისტებმა, ბავშვები ჩაერთოვნენ მოძრავ მხიარულ თამაშებში, სპეციალურად მოწყობილ „ხატვისკუთხეში“ პატარებმა დახატეს თავიანთი სურვილისამებრ, გაიმართა ბუშტების მასტერკლასი და გაუშვეს საპნის გიგანტურ ბუშტები. ღონისძიებას სახელწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი,რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილო, ჭიათურია-საჩხერის და ბორჯომი-ბაკურიანის მიტროპოლიტი დანიელი, ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. გალა-კონცერტის დაწყებამდე გაიმართა საპატიო ბორჯომელების დაჯილდოების ცერემონია. “ბორჯომობა 2022” გალა კონცერტით დასრულდება,მასში მონაწილეობას პოპულარული მომღერალი მაგდა ვასაძე და ჯგუფი “ჩვენებურები” მამიიღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0