ბორჯომში ბაკურ გელაშვილის ფოტოების გამოფენა მოეწყო

14/12/2016

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ბორჯომელი ისტორიკოსის ბაკურ გელაშვილის გამოფენას უმასპინძლა.
დამთვალიერებლებს ფოტომოყვარულის მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული ბორჯომის ღირშესანიშნაობებისა და ისტორიული ძეგლების შთამბეჭდავი ფოტოების ნახვის საშუალება მიეცა. ღონისძიებაზე მოეწყო ასევე ბორჯომის ხეობის ტურისტული ღია ბარათების კრებულის პრეზენტაცია. მოწვეულ სტუმრებს კრებული თავად ავტორმა საჩუქრად გადასცა. ეს დღე ისტორიკოს პირადად მიულოცეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა.
გამოფენას თან მუსიკალური ჰანგებიც ერთვოდა. ანსამბლმა „ბორჯომმა“ ღონისძიებას მეტი სითბო შესძინა.
პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0