ბორჯომში დიდი ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო

08/06/2017

ბორჯომში ხიდების რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად მასშტაბური სამუშაოები ქალაქის ცენტრში მდებარე ე.წ. დიდ ხიდზე დაიწყო. პროექტის მიხედვით, ხიდზე გათვალისწინებულია გზის სამოსის და ტროტუარების მოწყობა, ბურჯების, მოაჯირებისა და არსებული მილსადენის შეღებვა-შელესვის სამუშაოები.
ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტროტუარებისა და სამანქანო გზის დაზიანებული ასფალტობეტონის აფრეზვა, ასევე ბორდიურების დემონტაჟი. ხიდზე მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება, მისი იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვლება და ქალაქს ნამდვილად დაამშვენებს. დიდი ხიდი ცენტრალურ მაგისტრალს ქალაქის მთავარ ქუჩებთან აკავშირებს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება ივლისის ბოლოს მოხდება. სამუშაოებისათვის 167 193 ლარი გაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 4 საფეხმავლო ხიდის მოწყობისა და 1 ახალი ხიდის მშენებლობა განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0