გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე

25/09/2018

„გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, ასევე იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაეროს ჩართულობა ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში. მოგეხსენებათ, რომ გაერო ჟენევის მოლაპარაკების სხვა მთავარ აქტორებთან ერთად არის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე და ბუნებრივია მათ აქტიურ როლს მოლაპარაკების პროცესში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები გაყოფილი საზოგადოების ნდობის აღდგენის თვალსაზრისით და ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია ის სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. პრემიერ-მინისტრმა გენერალურ მდივანს დეტალურად გააცნო , თუ რას გულისხმობს ეს სამშვიდობო ინიციატივა . აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა უაღრესად პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს სამშვიდობო პოლიტიკასთან მიმართებაში და აღგვიქვა, რომ გაერო საკუთარი წარმომადგენლის მეშვეობით იქნება აქტიური იმისთვის, რომ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რომელზეც არის დაფუძნებული ჟენევა, ძალიან არგამოყენების ვალდებულება, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება იყოს ხელშესახები პროგრესი“, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0