გალარების ერთჯერადი პროგრამით 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა

17/03/2017

გალარების ერთჯერადი პროგრამით 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა,
შედეგად 4500 ოჯახი, დაზღვეულია სავალუტო კურსის რყევებისგან. 100 ათას ლარამდე სესხები მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ლარში გაიცემა. ვინაიდან საკრედიტო პორტფელის საშუალოვადიანობა 2,5 წელიწადია, ეს სესხები, პრაქტიკულად, ხელახლა გაიცემა. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებზედაც განსაკუთრებით საჭიროა ყურადღების მიქცევა, 100 ათას ლარამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მთლიანად ლარში იქნება გაცემული. გალარების ერთჯერადი პროგრამის საბოლოო მონაცემები ჯერ დასაზუსტებელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0