გამგებელი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა

06/03/2017

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ მორიგი შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები. გამგებელმა მრჩეველთა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მრჩეველთა საბჭოს, როგორც საერთაშორისო , ისე ქვეყნის შიგნით არსებულ პრაქტიკაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0