გამგებლებმა მეტროში დაზარალებულები მოინახულეს

07/02/2018

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულები სამგორის, ისნისა და ნაძალადევის გამგებლებმა კიდევ ერთხელ მოინახულეს და სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხი განუმარტეს.
შემთხვევა 30 იანვარს მოხდა, რის შემდეგაც, დაშავებულებს დაუყოვნებლივ გაეწიათ სამედიცინო დახმარება და მათ მიერ კლინიკაში მიღებული ყველა სახის მომსახურება სრულად დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება დამატებით მკურნალობასა და რეაბილიტაციის ხარჯებს, მას ასევე სრულად აანაზღაურებს თბილისის მერია.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი დღეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისის მერიას მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს. მისივე თქმით, უწყება დაფარავს როგორც ამ ხარჯს, ისე, მოქალაქეების მიერ პირადად გაწეულ ხარჯსაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0