განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში Dalberg-ის – გლობალური განვითარების მრჩეველთა წარმომადგენლებთან – ჯო დაუერტსა და მის გუნდთან შედგა შეხვედრა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაგდა მაღრაძე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის და Dalberg-ის გუნდის მზადყოფნის თაობაზე, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაუწიონ ქველმოქმედების მიმართულებით ფილანტროპიის შესახებ საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის მიმართულება, რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობას წარმოადგენს, კონკრეტულად კი, უმაღლესი განათლების საფეხურის სტუდენტებისათვის დამტებითი ფინანსური რესურსების შექმნა, რომელშიც ქველმოქმედებას და კერძო სექტორის სოციალურ პასუხისმგებლობას განსაკუთრებული როლი ენიჭება მსოფლიო მასშტაბით.