განაშენიანების გენერალური გეგმისთვის საბჭო შეიქმნა

13/09/2017

ქალაქ წყალტუბოს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და სოფლების გეგუთის, ქვიტირის, ფარცხანაყანევის, გუმბრის, წყალტუბოს განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისთვის სპეცეციალური საბჭო შეიქმნა. დოკუმენტი – ქალაქ წყალტუბოს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ ქალაქის ისტორიის მანძილზე პირველად იქმნება და მის შემუშავებაში საბჭოს არსებობის აუცილებლობა წყლტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა ბრძანებით განსაზღვრა. 16 კაცია საბჭოს გამგებლის მოადგილე – გენადი ბალანჩივაძე თავმჯდომარეობს. საბჭოს შემადგენლობაში არიან შესაბამის კომპეტენციის ადამიანები: არქიტექტორები, ინჟინრები, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელები და ა.შ. საბჭოს კომპეტენციას განეკუთნება: ქალაქ წყალტუბოს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და სოფლების გეგუთის, ქვიტირის, ფარცხანაყანევის, გუმბრის, წყალტუბოს განაშენიანების რეგულირების საკითხთებზე, მათ შორის სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციის გაწევა; ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით, საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება; ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა და სხვა სამუშაოები. როგორც გამგებელი აცხადებს, განაშენიამების გენ გეგმის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნები დიდია, „ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ფიზიკური და იურიდიული პირების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ინტერესების ურთიერთშეთანხმება ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების საკითხებში; ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტების დადგენა; მიწათსარგებლობის ზონებისა და ქვეზონების დადგენა; ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების პარამეტრების განსაზღვრა, ეს საკითები შედის ამ დოკუმენტში, ამიტომაც არის ეს დოკუმეტი ასე მნიშვნელოვანი,“ – ამბობს კონტანტინე მამისეიშვილი. დღეს პირველი საბჭოს სხდომა გაიმართა რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი – კონსტანტინე მამისეიშვილი ესწრებოდა და საბჭოს წინადადებები მოისმინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0