გარდაბანში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

14/06/2017

14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ა(ა) “გარდაბნის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” თანამშრომლების ორგანიზებით, ქალაქ გარდაბნის “დასვენებისა და მეგობრობის” პარკში ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და მცირე გასართობი პროგრამა გაიმართა. ღონისძიებას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ირაკლი ჭელიძე და დუნიამალ გაჯიევი ესწრებოდნენ. მათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ხელნაკეთი ნამუშევრები და საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები დაათვალიერეს. “განსაკუთრებული ნამუშევრები აქვთ… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს… იმის შექმნას რაც მათ ხელებს აქვს გაკეთებული, დიდი მონდომება და შრომა სჭირდება, რასაც საქმის სიყვარულის გარეშე ვერ შეძლებ…მათ ნამუშევრებში იგრძნობა, თუ რა დამოკიდებულებით უდგებიან ხელსაქმეს”-განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ირაკლი ჭელიძემ. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0