გენერალური შტაბის უფროსი ლე ბურჟეს საავიაციო გამოფენაზე იმყოფებოდა

22/06/2017

საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზის ჩრდილოეთით მდებარე ლე ბურჟეს სალონი 52-ე საავიაციო გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ლე ბურჟეში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ფრანგული მხარის მიწვევით იმყოფებოდა.

გენერალური შტაბის უფროსმა ლე ბურჟეს სალონში წარმოდგენილი თანამედროვე საფრენი აპარატები დაათვალიერა და უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს, ასევე საჰაერო თავდაცვით შესაძლებლობებს გაეცნო. გამოფენის ფარგლებში გენერალ-მაიორმა ვალდიმერ ჩაჩიბაიამ საერთაშორისო კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრები გამართა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

პარიზის ჩრდილოეთით მდებარე ლე ბურჟეს სალონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომერციული საგამოფენო ცენტრია, სადაც სამხედრო და სამოქალაქო საფრენი აპარატები და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებია წარმოდგენილი. წელს ღონისძიებაში მსოფლიოს 91 ქვეყნის 300-ზე მეტი ოფიციალური დელეგაცია იღებს მონაწილეობას, გამოფენაზე კი, 2400 სახის ექსპონატია წარმოდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0