გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა გაიმართა

19/11/2017

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა თბილისში, „ივენთ ჰოლში„ გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი და იური ნოზაძე დაესწრნენ.
ღონისძიებაში 50–მდე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ და საკუთარი პროდუქცია წარადგინეს. გამოიფინა როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმომავლობის ქართული ნატურალური პროდუქცია: პური, რძის ნაწარმი, ხორცი, ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული და სხვა.
გამოფენის მიზანი „გემოვანი“–ს ქართველი მომხარებლისთვის გაცნობა და ადგილობრივ ბაზარზე გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების პოპულარიზაციაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0